Sunday, October 11, 2015

მეექვსე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეაზრებინა, თუ როგორ გამოვიყენო ინტერნეტი პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების პერიოდში, როგორ ვასწავლო მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხო და პასუხისმგებლობით გამოყენება.ასევე გაეცანით მოსწავლის პუბლიკაციის, გაზეთისა, ვიკისა და პრეზენტაციის ნიმუშებს. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში, რომელიც განკუთვნილია მოსწავლეებისათვის საჩვენებლად, ნიმუშად. მისი შექმნისას  გამოვიყენეთ ის საკვანძო კითხვები, რომელიც ჩავწერეთ პროექტის გეგმაში. ჩვენი ნამუშევრები ავტვირთეთ ბლოგზე. დღემ საინტერესოდ ჩაიარა.

1 comment:

  1. გაკვეთილზე მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს თემატიკისა და ცნებების უკეთ გაგებისთვის, თემატიკის შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების განვითარებისთვის.
    ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს სწავლის პროცესს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებით, შესაბამისი დავალებების და სასწავლო მასალის გამოყენებით.

    ReplyDelete