Saturday, October 3, 2015

მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღეს განვიხილეთ ჩვენი პროექტის თემები, ეროვნული სასწავლო გეგმიდან შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი სტანდარტები, შედეგები და ინდიკატორები. ჩავწერე პროექტის გეგმის შესაბამის განყოფილებაში. შემდეგ გამოვყავი სტანდარტის შესაბამისი მიზნები, რომელიც გავთვალე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე. მიზნებიც ჩავწერე გეგმაში. ბოლოს განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხები, ტრენერმა გვაჩვენა საკვანძო კითხვების ნიმუშები, რათა უფრო კონკრეტული წარმოდგენა გვქონოდა  აღნიშნულ საკითხზე. ჩამოვაყალიბე ჩემს პროექტთან დაკავშირებულიმიმართულების მიმცემი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი საკვანძო კითხვები, ჩავწერე პროექტის გეგმაში.  შევაფასე კითხვები რუბრიკით.
ტრენინგის მესამე დღის მუშაობა იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.

No comments:

Post a Comment