Saturday, October 24, 2015

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო- "ჩვენი ზოოპარკი"

ეს ტრენინგ -მოდული დამეხმარა გავცნობოდი პროექტებით სწავლებას, მის დადებით მხარეს. გავეცანი, რომ მოსწავლე არის თავად ჩართული სასწავლო პროცესში ჩართული, ხოლო მასწავლებელი არის დამხმარე. პროექტული სწავლებისას უვითარდებათ მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარები. კურსის გავლისას გავეცანი სხვადასხვა სახის შეფასებებს, შეფასების რუბრიკებს, ჩეკლისტებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ მიცემული დავალების ადვილად შესრულებას და მიიღებენ შესრულებული სამუშაოს ირგვლივ უკუკავშირს. ტრენინგის მსვლელობისას ასევე შევასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება დავალების სწორად შესრულებაში.
მსვლელობისას  ამ მოდულის ვისწავლე, როგორ წარვმართო ჩემი პროექტი ისე, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ვისწავლე, როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ განვსაზღრო მისი მომზადებისთვის  საჭირო დრო.
მოდული იყო ძალიან საინტერესო  და მნიშვნელოვანი, იყო ასევე ნაყოფიერი რადგან პროექტის დაგეგმვის ყველა ეტაპს ვასრულებდით პრაქტიკულად.



Sunday, October 18, 2015

მერვე დღე

მოცემული მოდუი დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით... ასევე გავეცანი ფასილიტაციის ტექნოლოგიებს.

Saturday, October 17, 2015

მეშვიდე დღე

ამ მოდელის გავლისას გავეცანი, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენო პროექტზე მუშაობისას შეფასების რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნის უნარებისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისას. გავეცანი პროექტის შეფასების გეგმებს, გამოვიყენე შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან ჩემი პროექტის შესაბამისი შეფასების შესაქმნელად.

Sunday, October 11, 2015

მეექვსე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეაზრებინა, თუ როგორ გამოვიყენო ინტერნეტი პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების პერიოდში, როგორ ვასწავლო მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხო და პასუხისმგებლობით გამოყენება.ასევე გაეცანით მოსწავლის პუბლიკაციის, გაზეთისა, ვიკისა და პრეზენტაციის ნიმუშებს. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში, რომელიც განკუთვნილია მოსწავლეებისათვის საჩვენებლად, ნიმუშად. მისი შექმნისას  გამოვიყენეთ ის საკვანძო კითხვები, რომელიც ჩავწერეთ პროექტის გეგმაში. ჩვენი ნამუშევრები ავტვირთეთ ბლოგზე. დღემ საინტერესოდ ჩაიარა.

Saturday, October 10, 2015

მეხუთე დღე

ამ დღეს გავლილმა მოდულმა დამეხმარა გამეგო, როგორ გამოვიყენო ინტერნეტი ეფექტურად სწავლა/სწავლების პროცესში; როგორ უზრუნველვყო ინტერნეტის ადეკვატური და პასუხისმგებლობით გამოყენება. გავეცანი სხვადასხვა საძიებო სისტემას და ვისწავლე,  როგორ დავამახსოვრებინო ჩემთვის საინტერესო საიტები. ამ დღეს  გავაუკეთეთ წყვილებში ერთმანეთს პოსტებზე კომენტარები. ასევე ვისწავლეტ, როგორ გამოვიყენოთინტერნეტი, კონკრეტულად ბლოგი, უკუკავშირის  მისაჭებად და საჭიროებების დადგენა.
აღნიშნულ მოდულზე გავიგე, როგორ უნდა დავიცვა საავტორო უფლებები და შევავსეთ ცხრილი საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, ჩავწერეთ ჩვენი პროექტისთვის მოძიებული და გამოყენებული  საიტები და კონკრეტული მასალების გვერდები.
დღე იყო მეტად ნაყოფიერი.

Sunday, October 4, 2015

მეოთხე დღე

ეს მოდელი დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულებების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი კითხვების ფორმების გამოყენება სხვადასხვა თვალსაზრისით. შესაბამისად გავიაზრე და ჩამოვაყალიბე ჩემი პროექტის შესაბამისი შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, ჩავწერე პროექტის გეგმაში. შევქმენ ერთერთი ინსტრუმენტი- ასოციაციური რუკა და ჩავდე პროექტის შეფასების ფაილში.

Saturday, October 3, 2015

მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღეს განვიხილეთ ჩვენი პროექტის თემები, ეროვნული სასწავლო გეგმიდან შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი სტანდარტები, შედეგები და ინდიკატორები. ჩავწერე პროექტის გეგმის შესაბამის განყოფილებაში. შემდეგ გამოვყავი სტანდარტის შესაბამისი მიზნები, რომელიც გავთვალე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე. მიზნებიც ჩავწერე გეგმაში. ბოლოს განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხები, ტრენერმა გვაჩვენა საკვანძო კითხვების ნიმუშები, რათა უფრო კონკრეტული წარმოდგენა გვქონოდა  აღნიშნულ საკითხზე. ჩამოვაყალიბე ჩემს პროექტთან დაკავშირებულიმიმართულების მიმცემი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი საკვანძო კითხვები, ჩავწერე პროექტის გეგმაში.  შევაფასე კითხვები რუბრიკით.
ტრენინგის მესამე დღის მუშაობა იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.